მომსახურების პირობები

წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს ვებ-საიტის pointer.ge-ს ან ვებ-საიტზე ან მისი მეშვეობით არსებული ყველა მომსახურების შინაარსის და პროდუქტის გამოყენების პირობებს.
წინამდებარე შეთანხმება, კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად არეგულირებს ვებ-საიტის pointer.ge-ს ყველა შინაარსის, მომსახურების და პროდუქტის გამოყენების პირობებს, რომელიც ხელმისაწვდომია აღნიშნული ვებ-საიტის მეშვეობით.
ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციით და მისი მეშვეობით სერვისების მიღებით ადასტურებთ რომ ეთანხმებით წინამდებარე შეთანხმების პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას და თანახმა ხართ შეასრულოთ ვებ-საიტის pointer.ge-ს მოხმარების წესებით დადგენილი პირობები.

Pointer-ის ანგარიში და საიტი

ვებ-საიტზე pointer.ge-ს ანგარიშის შექმნით, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ანგარიშის უსაფრთხოების დაცვაზე და მასთან დაკავშირებული ყველა ქმედების განხორციელებაზე.

კონფიდენციალურობა და კომუნიკაცია

წინამდებარე შეთანხმებით თქვენ ეთანხმებით რომ ვებ-საიტის pointer.ge-ს მიერ გამოგეგზავნოთ ელ.წერილი თქვენს ანგარიშთან და/ან სერვისთან დაკავშირებით. ასევე ეთანხმებით, რომ pointer.ge უფლებამოსილია გამოიყენოს თქვენი კომპანიის სახელი ან ლოგო, სანამ წერილობით უარს არ განაცხადებთ აღნიშნული განხორციელებაზე.

ზოგადი პირობები

pointer.ge-ზე შემოთავაზებული პაკეტების არჩევით თანხმობას აცხადებთ რომ გადაიხადოთ მომსახურებისთვის მითითებული ყოველთვიური ან წლიური სააბონენტო გადასახადი. გადახდა ხორციელდება წინასწარ გადახდის წესით და ფარავს სერვისის გამოყენებას ყოველთვიური ან წლიური გამოწერის პერიოდის მიხედვით. საიტზე რეგისტრაციის შემდგომ გენერირდება ინვოისი, რომლის გადახდა სავალდებულოა 14 დღიანი საცდელი პერიოდის გასვლის შემდგომ.

ავტომატური განახლება

თქვენი მხრიდან ანგარიშის გაუქმების სურვილის შემთხვევაში საჭიროა საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე 30 დღით ადრე მიმართოთ pointer.ge-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ანგარიში ავტომატურად განახლდება იგივე პირობებით, რაც გამოყენებული იყო მიმდინარე ანგარიშის არსებობისას. ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს pointer.ge-სთვის 30 დღით ადრე მიმართვის შემთხვევაში.

თქვენი ანგარიში

თქვენი ანგარიშის შექმნისას, სერვისებზე სრული წვდომის მისაღებად აუცილებელია მოგვაწოდოთ ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. pointer.ge ინახავს სხვადასხვა ტიპის მომხმარებლებისა და ორგანიზაციების ანგარიშებს. დაუშვებელია სხვისი ანგარიშის გამოყენება მკაფიო ნებართვის გარეშე.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის პაროლის დაცვასა და წვდომის უსაფრთხოებაზე. ანგარიშის შექმნით თქვენ ადასტურებთ რომ მესამე პირზე არ გაამჟღავნებთ პაროლს, წინააღმდეგ შემთხვევაში pointer.ge იხსნის პასუხისმგებლობას ნებისმიერი ინფორმაციის დაკარგვასა და გამჟღავნებაზე. თქვენი ანგარიშის უსაფრთხოების დარღვევის ან/და არასანქცირებული გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ pointer.ge.

რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა პერსონალურ მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით?

ინტერნეტი არ არის აბსოლუტურად დაცულ სივრცე, და ინფორმაცია, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ინფორმაციის უკანონო გავრცელება, გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა კანონდარღვევა.
შესაბამისად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ვებ-გვერდზე არასანქცირებულ წვდომას კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს ინფორმაციის შემდგომი უსაფრთხოება.

უსაფრთხოება

pointer.ge კისრულობს პასუხისმგებლობას გამოიყენოს ყველა ადმინისტრაციული რესურსი ტექნიკური საშუალება რაც უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების დაცვას უნებართვო გამოყენების, წვდომისა და გამჟღავნებისაგან. pointer.ge თავის მხრივ რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაცნობებთ აღნიშნული დარღვევის შესახებ.

ვიზიტორების პასუხისმგებლობა

pointer.ge აცხადებს რომ არ და ვერ იქნება პასუხისმგებელი ყველა მასალასა და მათ შინაარსზე, მათ შორის კომპიუტერულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც განთავსებულია ვებ-საიტზე. ასევე pointer.ge იხსნის პასუხისმგებლობას ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია ვებ-საიტის ვიზიტორების მიერ ინფორმაციის გამოყენების ან გადმოტვირთვის შედეგად, რომელთა გამოყენება ან გადმოტვირთვა საჭიროებს დამატებით პირობებს.

მომსახურების ხარისხი და ზოგადი პირობები

მხარეთა კომუნიკაცია ხორციელდება ჩეთისა და ელ ფოსტის საშუალებით. pointer.ge უზრუნველყოფს ყველა მოთხოვნაზე პასუხის გაცემას გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა.
მომხმარებლის მხრიდან ნებისმიერი შეურაცხყოფის (მათ შორის ძალადობის ან ანგარიშსწორების მუქარა) pointer.ge-ს ნებისმიერ მომხმარებელთან, თანამშრომელთან, წევრებთან და სხვა, შემთხვევაში pointer.ge იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის ანგარიშის გამოყენება.

ინტელექტუალური საკუთრება

წინამდებარე შეთანხმებით ვებ-საიტზე გამოყენებული ყველა უფლება და ქონება წარმოადგენს pointer.ge-საკუთრებას. ასევე ვებ-საიტზე შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა მესამე პირის სასაქონლო ნიშანი, ლოგო და სხვა. შესაბამისად ვებ-საიტის გამოყენებით არ გეძლევათ უფლება ან ლიცენზია განახორციელოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ pointer.ge-ს ან მესამე პირის სასაქონლო ნიშნები და ა.შ.

ცვლილებები

pointer.ge მუდმივად აახლებს თავის მომსახურებას, რაც გულისხმობს იმ კონტრაქტორების ცვლილებას, რომლებიც გვთავაზობენ მომსახურების გაწევას. ცვლილებების შესახებ გეცნობებათ ვებ-საიტზე განთავსებით ან შეტყობინება გამოგეგზავნებათ ელ. ფოსტის მეშვეობით, ვებ-საიტზე ცვლილების ძალაში შესვლამდე. იმ შემთხვევაში თუ არ დაეთანხმებით შემოთავაზებულ ცვლილებებს, გთხოვთ შეწყვიტოთ ანგარიშით სარგებლობა აღნიშნულ გაფრთხილების პერიოდში.

მომსახურების შეწყვეტა

pointer.ge ნებისმიერ დროს შეწყვეტს თქვენ წვდომას ვებ-გვერდის მთელს ან მის ნაწილზე და აუქმებს თქვენ ანგარიშს, თქვენი მხრიდან წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში ძალაში რჩება ყველა ის აუცილებელი პირობა რომელთა დაცვაც აუცილებელია შეთანხმების შეწყვეტის შემდგომ. ანგარიშის გაუქმების შემდგომ თქვენი მონაცემები წაიშლება 30 დღის განმავლობაში.

გარანტიები

pointer.ge აცხადებს რომ ვერც pointer.ge და ვერც მისი პარტნიორი კომპანიები ვერ იქნებიან გარანტორების იმ საკითხში, რომ ვებ-საიტი იქნება შეცდომის გარეშე ან მისი წვდომა იქნება მუდმივი და შეფერხების გარეშე.
pointer.ge აცხადებს გარანტიას რომ ვებ-საიტის გამოყენება იქნება მკაცრად შესაბამისობაში კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, წინამდებარე შეთანხმებასთან და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.