ვებ-გვერდით pointer.ge (შემდგომში ,,ვებ-გვერდი“) სარგებლობისას, პერსონალური მონაცემების დამუშავების
პირობები
განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით.
ვებ-გვერდზე შესვლითა და რეგისტრაციით, თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში
- პოლიტიკა).
ვებ-გვერდზე განთავსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება იმ ვადითა და მოცულობით, რაც საჭიროა
ეფექტური
მომსახურების გასაწევად.
ვებ-გვერდის პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიცირებას ახორციელებს შპს ,,zencode” (შემდგომში კომპანია) და
იტოვებს უფლებას,
ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს, დაამატოს, წაშალოს სისტემური ინფორმაცია ან/და
შეცვალოს მისი
შინაარსი, კლასიფიკაცია ან გაფორმება, თუ იგი ამას მიზანშეწონილად ჩათვლის. მომხმარებელი ვალდებულია, გაეცნოს
პირობებს ან/და
მათ ნებისმიერ ცვლილებას ან დამატებას სისტემაში შესვლისას.
წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ
რეგულარულად.
კომპანია ცდილობს დაიცვას იმ პირების პერსონალური მონაცემები, რომლებიც სარგებლობენ ვებ-გვერდით.
შესაბამისად, კომპანიამ
შეიმუშავა წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება ვებ-გვერდის
მომხმარებლებისგან
და იმ მიზნების განსასაზღვრად, რომლის მისაღწევადაც კომპანიამ შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად
ხელმისაწვდომი
გახადოს აღნიშნული მონაცემები.
წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება იმ ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც კომპანია თქვენ მიერ ვებ-გვერდის
გამოყენების შედეგად
მოიპოვებს.
კომპანია აგროვებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით ვებ-გვერდის pointer.ge-ს მეშვეობით,
რეგისტრაციისას
ან ვებ-გვერდით სარგებლობის დროს (ვიზიტორი).
კომპანიამ შეიძლება შეაგროვოს თქვენი შემდეგი პირადი ინფორმაცია:
კომპანიამ უზრუნველყო ყველა ხელმისაწვდომი გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის მიღება, იმისათვის, რომ ვებ-გვერდის მეშვეობით მოპოვებული პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
კომპანიამ შეიძლება თქვენი ინფორმაცია გაუზიაროს მხოლოდ იმ მესამე პირებს, რომლებიც ჩართულები არიან
მომსახურებას პროცესში
და გადაეცემათ მხოლოდ ის ინფორმაცია რომელიც აუცილებელია მომსახურების გასაწევად.
თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად.
მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ კომპანია ინახავს თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა ან/და პერსონალურ მონაცემებში დაშვებული უსწორობის აღმოფხვრა.
ინტერნეტი არ არის აბსოლუტურად დაცულ სივრცე, და ინფორმაცია, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება
შესაძლოა
არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ინფორმაციის უკანონო გავრცელება,
გამჟღავნება,
ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა კანონდარღვევა.
შესაბამისად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ვებ-გვერდზე არასანქცირებულ
წვდომას კომპანია
მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს ინფორმაციის შემდგომი უსაფრთხოება.
ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული ყველა მომხმარებელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხს აგებს მის მიერ ვებგვერდზე განხორციელებულ ყველა მოქმედების იურიდიულ შედეგზე.
თქვენ გეკისრებათ საკუთარი მომხმარებლის სახელისა და პაროლის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და სრული პასუხისმგებლობა ყველა იმ ოპერაციაზე, რომელიც განხორციელდა თქვენი მომხმარებლის სახელითა და პაროლით. თქვენ ვალდებულებას იღებთ:
კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას პაროლის დაკარგვის შემთხვევაში დამდგარ შედეგებზე.
სისტემაში ატვირთული ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. შესაბამისად, კომპანია ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის შინაარსის სისწორეს, ნამდვილობას და ხარისხს. ასევე, კომპანია პასუხს არ აგებს ინფორმაციაში დაშვებულ შეცდომებსა და უზუსტობებზე, ან ნებისმიერ ზიანსა და ზარალზე, რომელიც შეიძლება მიყენებული იქნეს მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ან ელ-ფოსტით გადაცემული შინაარსის შედეგად.
თქვენ გეკისრებათ საკუთარი კომპანია იტოვებს უფლებას წაშალოს/დაბლოკოს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე ატვირთული/გამოქვეყნებული მასალა თუ: